ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1-კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი დაიგო. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო: გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები,ტროტუარი (მოსახლეობის მხარეს), ველო ბილიკი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და მოინიშნა გზა.

პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ნიკოლაძის ხეივანი, სადაც შეიქმნება სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე - სპორტული, საბავშვო და საზოგადოებრივი სივრცე. ასევე, განხორციელდება რიონპირა ჯებირის რეკონსტრუქცია.

იგეგმება საფეხმავლო ბილიკების, საპარკო განათებების, გამწვანებული სარეკრეაციო სივრცეებისა და მცირე ზომის ამფითეატრის მოწყობა.

ტერიტორია, სრულად, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი