ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, თანასოფლელმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. შედეგად ნოდარ ნეკერაული ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის სავარუდო მოტივად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება