ყველაფერი რაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის შესახებ უნდა იცოდეთ

ახალი iPhone-ის ყიდვა გადაწყვიტეთ? ალბათ ფიქრობთ შეიძინოთ თუ არა ის უფრო იაფად, არაოფიციალური რესელერებისგან. თანხის დაზოგვა სწორია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე სჯობს კარგად აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. არალეგალური აიფონების მთავარი და ალბათ ერთადერთი უპირატესობა, ხელსაყრელი ფასია. სტატიაში არალეგალური მოწყობილობების უარყოფით მხარეებს გაგაცნობთ.

„თეთრი“ და „ნაცრისფერი“ - რა განსხვავებაა?

„თეთრი“ ანუ ოფიციალური გაჯეტები ის გაჯეტებია, რომლებიც ქართულ ბაზარზე Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან იყიდება. მათ ოფიციალური გაყიდვების ლიცენზია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში თქვენს iPhone-ს გარანტიით, უფასოდ შეაკეთებენ.

„ნაცრისფერი“ გაჯეტები შემოტანილია არალეგალურად, ხშირად კონტრაბანდის სახით. ამგვარი მოწყობილობები ხშირ შემთხვევაში ყალბია, ან ორიგინალია რომელიც სხვა ქვეყნისთვის არის წარმოებული. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უმნიშვნელოა რადგან iPhone-ი მაინც iPhone-ია, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რომლის შესახებაც არაოფიციალური მიმწოდებელი არასოდეს გეტყვით.

არანაირი ოფიციალური გარანტია

ოფიციალური წარმომადგენლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მწარმოებლის გარანტიაა, რომელიც საქართველოში 12 თვე მოქმედებს. პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ოფიციალურ სერვისცენტრს - iSupport-ს, სადაც თქვენს მოწყობილობას ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით შეაკეთებენ. უნდა აღინიშნოს, რომ iSupport-ის ყველა სპეციალისტი Apple სერთიფიკატის მფლობელია. იმ შემთხვევაში, თუ გაჯეტის შეკეთება დიდ დროს მოითხოვს, მას მსგავსი მოდელით "შემცვლელი ფონდიდან" ჩაანაცვლებენ.

არაოფიციალურ რესელერებთან, მსგავსი სერვისი არ მოქმედებს. საუკეთესო შემთხვევაში შემოგთავაზებენ სმარტფონის ფასიან შეკეთებას არაორიგინალი სათადარიგო ნაწილებით. ხოლო თუ პრობლემა სერიოზულია, შეიძლება თავი აარიდონ შეკეთებას, რადგან გაცილებით მარტივია „დიაგნოსტიკის დროს დადგინდეს“ რომ მოწყობილობის დაზიანება მომხმარებლის ბრალი იყო.

ამრიგად, თანხის დაზოგვით, შეიძლება ბევრად მეტი ფული დაკარგოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ Apple-ის საგარანტიო მომსახურება მხოლოდ იმ ქვეყანაში ვრცელდება სადაც მას შეიძენთ. მაგალითად, აშშ-ში ნაყიდი ტელეფონის გარანტია მოქმედებს მხოლოდ აშშ-ში.

iPhone-ის რეგიონალური მახასიათებლები

ფიქრობთ რომ iPhone-ები ყველგან ერთნაირია? გეტყვით თუ რატომ არ უნდა იყიდოთ სმარტფონი ჩინეთში, მიუხედავად იმისა რომ უფრო იაფია. სინამდვილეში, iPhone-ებს თავისი თავისებურებები აქვს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, იაპონურ iPhone-ში შეუძლებელია კამერის ხმის გამორთვა, რადგან ადამიანის ფოტოს გადაღება ფარულად ვერავინ შეძლოს. Apple-ის ევროპულ სმარტფონებში ყურსასმენების მაქსიმალური ხმის შეზღუდვაა, ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინებით.

ამერიკაში iPhone 14-ს არ აქვს ფიზიკური სიმ ბარათების მხარდაჭერა, მათთვის სლოტიც კი არ არის. შესაძლებელია მხოლოდ eSIM-ის გამოყენება. ჩინეთში, eSIM-ი ზოგადად აკრძალულია, იქ მყიდველებს სთავაზობენ მოდელს ორი სიმ სლოტით. აზიური iPhone-ების მფლობელები კი (განსაკუთრებით ტაივანური) ხშირად უჩივიან კომუნიკაციის ცუდ ხარისხს და LTE-ის ნაკლებობას. გასაკვირი არ არის, რადგან ამ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა სიხშირის სტანდარტები. თუ თქვენ ხელში ჩაგივარდებათ მოწყობილობა UAE-დან, მოსალოდნელია რომ FaceTime-თან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ.

ასე რომ, სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული "ნაცრისფერი" iPhone-ის ყიდვა ყოველთვის ლატარიაა, რადგან არ იცი რა შეზღუდვას აღმოაჩენ. კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი, რომელიც შეიძლება უცხოურ iPhone-ში შეგხვდეთ, არის დამტენის სხვა სტანდარტი (თუ ის საერთოდ შედის კომპლექტაციაში). ადაპტერის შეძენაში კი დაკარგავთ დროს, ძალისხმევას და ფულს.

„დაბლოკილი“ სმარტფონები

ზოგიერთ ქვეყანაში იყიდება iPhone-ები, რომლებიც კონკრეტული ოპერატორის სიმ ბარათით მუშაობს. მათი ფასი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე "ნაცრისფერი" პროდუქციის გამყიდველებთან.

თუ გაგიმართლათ, მიიღებთ უკვე „განბლოკილ“ iPhone-ს. თუმცა, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაზე შეუფერებელ მომენტში თქვენი მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდეს შეტყობინება: „SIM ბარათი არასწორია“.

უარეს შემთხვევაში, გამყიდველისგან მიიღებთ სმარტფონს, რომელსაც უბრალოდ ვერ გამოიყენებთ. გაჭირდება დამტკიცება, რომ თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტი კარგი ხარისხისაა და შეესაბამება დეკლარირებულ მახასიათებლებს (რა თქმა უნდა, თავად აღწერილობაში მათ შეიძლება არ ახსენონ iPhone-ის ასეთი თვისება).

პრობლემატური ამბავია ოპერატორების მიერ დაბლოკილი მოწყობილობებიც. გადამყიდველები საზღვარგარეთ კრედიტით იღებენ ტელეფონს, შემდეგ კი საქართველოში ყიდიან. ამგვარ iPhone-ს მომხმარებელი რამდენიმე თვის განმავლობაში იყენებს, სანამ ოპერატორის მიერ არ დაიბლოკება სესხის გადაუხდელობის გამო. ასე რომ ცოტა თანხის დაზოგვით, საბოლოოდ ყველაფერს კარგავთ.

ნაწილებით აწყობილი მეორადი მოწყობილობები და აიფონები

იაფფასიანი „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვისას დიდი შანსია მეორადი, შეკეთებული მოწყობილობა მიიღოთ. მაგალითად, წინა მფლობელმა რაიმე მიზეზით (უფრო ხშირად გაუმართაობა) დაუბრუნა იგი გამყიდველს, სპეციალისტებმა შეაკეთეს, გამოუცვალეს კორპუსი, დისპლეი, ბატარეა და შემდეგ გაყიდეს დაბალ ფასად.

ზოგადად, ამ სქემაში ცუდი არაფერია, თუ თქვენ იცით ამის შესახებ და შეგნებულად ყიდულობთ განახლებულს. მაგრამ ხშირად გადამყიდველები ასეთ გაჯეტებს ყიდიან როგორც ახალს. თანაც მაღალ ფასად. რამდენ ხანს იმუშავებს ასეთი მოწყობილობა არავინ იცის. კიდევ უფრო უარესი, შესაძლებელია თქვენი iPhone-ი AliExpress-ის სათადარიგო ნაწილებისგან იყოს აწყობილი. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ YouTube-ზე ასობით ვიდეოა, თუ როგორ აწყობენ გაჯეტებს ხელით.

ორიგინალი iPhone: სად ვიყიდოთ და როგორ შევამოწმოთ

ზემოაღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების ერთადერთი გარანტირებული გზა iPhone-ის ოფიციალურ რესელერებთან შეძენაა. კომპანიების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია როგორც Apple-ის ვებსაიტზე, ასევე საქართველოში ავტორიზებული სერვისცენტრის ვებგვერდზე - iSupport.ge. სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ თუ რას ყიდულობთ - ახალ ორიგინალ გაჯეტს გარანტიით, განახლებულ ან მეორად მოწყობილობას, თუ ყალბ iPhone-ს. ამისათვის საჭიროა საიტზე შეიყვანოთ მოწყობილობის IMEI.

*IMEI არის 15-ნიშნა ნომერი, რომელიც არის უნიკალური საერთაშორისო იდენტიფიკატორი მობილური აღჭურვილობისთვის. კოდი მოთავსებულია ქეისის უკანა მხარეს, SIM ბარათის უჯრაზე, ყუთზე, ასევე მენიუში "პარამეტრები - ზოგადი - მოწყობილობის შესახებ" და მოთხოვნის შემთხვევაში * # 06 #. iPhone-ის ყველა IMEI ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

„ნაცრისფერის“ გამყიდველებისგან ახალი iPhone-ის ყიდვა ყოველთვის რისკია. მზად ხართ ამ რისკზე წახვიდეთ ფულის დაზოგვის მიზნით? თუ არ გსურთ უსიამოვნო სიურპრიზები, მიმართეთ საქართველოში Apple-ის ავტორიზებულ რესელერ კომპანიებს. შეიძინეთ გონივრულად და ისიამოვნეთ!

iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iTechnics, Kontakt Home, iStore, Silknet.

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი