თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა.

მათივე ინფორმაციით, სადღესასწაულო ლოცვას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„გილოცავთ რამადან–ბაირამს, დღესასწაულს რომელიც სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, თანადგომას უკავშირდება.

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობით, ტრადიციებისა და რწმენის პატივისცემით, ვაძლიერებთ ერთმანეთს, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას!

მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი