რუსთავის მერმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტი „საქართველო - აწმყო, მომავალი და წარსული“ გახსნა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის „საქართველო - აწმყო, მომავალი და წარსული“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუ-ში გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის მერმა სტუდენტებს ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

,,ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების გეგმებზე, იმ პროექტებზე და რეფორმებზე, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს. რაღა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომელთაც მთელი ქალაქი ვცდილობთ რომ ერთად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

„სტუდენტებთან შეხვედრისას, ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელება, რუსთავის მერიის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

სტუდენტებთან შეხვედრამდე, რუსთავის მერი რექტორს დავით გურგენიძეს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას და რექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, საკუთარი ინიციატივები გააცნო და სტუ-თან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა“, - ნათქვამია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი