სასამართლომ ახმეტაში თანასოფლელის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში 43 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 36 წლის ჯაბა ქააძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ გამოაცხადა.

სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობს მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. 36 წლის ბრალდებულის ადვოკატები 20 000-ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

მკვლელობა ახმეტის მუნიციპალიტეტში 20 აპრილს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 20 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა