„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები: ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღეს. როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილმა მიიღო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრები პარტიის ლიდერის ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, პროცედურის მიხედვით სიაში ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო, თუმცა ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო და სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღო.

„ნაცვლად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირებებით, მას ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვადასხვა გამოწვევებს ჩვენ ქვეყანაში, ლევან ხაბეიშვილი ცვლის ბათუმელების ნებას“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში