ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთში გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, სადაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონში მოგზაურობისა და არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

„გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები აჭარაში ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.

სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გაიმართა მსხვილი ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, მათ შორის Harper’s Bazaar-ის, Elle-ის და Forbs-ის მენეჯერებთან. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია, როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მოწვევას რეგიონში, რითაც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!