„ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან თანაგუნდელები იმ მიზეზით ამოიღეს, რომ ისინი პარტიის ინტერესებს არ ატარებდნენ

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილის ბრალდებას თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან თანაგუნდელები იმ მიზეზით ამოიღეს, რომ ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს არ ატარებდნენ.

„პარტიის თავმჯდომარეს აქვს უფლება ამოიღოს სიიდან ის ადამიანები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. რატომ მოხდა ამ ადამიანების ამოღება? ეს ადამიანები ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ კონტაქტობდნენ პარტიასთან, მიუხედავად არაერთი მოწვევისა. ისინი არ თანამშრომლობენ პარტიასთან, არ გამოხატავენ პარტიის ინტერესებს და თავისთავად, გასაგებია, ჩვენი ბათუმის ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რომ ეს ადამიანები ამოღებული ყოფილიყვნენ პარტიული სიიდან და შესულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პარტიულ ინტერესებს გამოხატავენ. ამ სამი თვის განმავლობაში არ გამიგია არჩილ ჩიქოვანის, რიჟვაძის, ივანიშვილის და კობახიძის კრიტიკა, მაგრამ გამიგია ლევან ხაბეიშვილისა და ლევან ვარშალომიძის და სხვების, ეს ადამიანები თვითმმართველობაში არ გამოხატავენ პარტიის ინტერესს და რა თქმა უნდა, არ იქნებიან წარმოდგენილი ენმ-ს პარტიიდან”,- განაცხადა ლევან ანთაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები: ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღეს. როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილმა მიიღო.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში