ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულიც და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენიც მოლდოვის მოქალაქეები არიან.

მათივე განმარტებით, ორივე მათგანი სოფელ განთიადში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ერთმა მეორეს თავში სასიკვდილო ტრავმა მძიმე საგნით მიაყენა.

50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სავარაუდო ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში