გორის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სახლი Art House ახალგაზრდებს ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სახლი „Art House“ ახალგაზრდებს ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ ფარგლებში, ამ ეტაპზე, სამი პროექტი შეირჩა. ხელოვნების სახლი „Art House“ ახალგაზრდების ინიციატივების შერჩევის მიზნით, კონკურსს ზაფხულშიც გამოაცხადებს.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების სახლ „Art House“-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო ინიციატივა ხორციელდება.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

























