ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და სასწავლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განახლებული სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხორციელდა სკოლის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ღია მოედანი, დამონტაჟდა ლიფტი შშმ პირებისთვის დასარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 800 000 ლარი დაიხარჯა.
აჭარი მთავრობის ცნობით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, 2023 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 80 სკოლას და სასწავლო გარემო 25 000 მოსწავლისთვის გაუჯობესდება.