ბათუმის მერია - ბათუმობის დღესასწაულზე მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება

ბათუმის მერიამ მოსახლეობას ბათუმობა მიულოცა და 29 აპრილს მრავალფეროვანი ღონისძიებები დააანონსა.

როგორც ბათუმის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, დღესასწაული „ბათუმობა 2023“ 21:00 საათზე საზეიმო გალაკონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

„საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო და სპორტული აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, გამოფენები, ბათუმში და ბათუმზე გადაღებული ფილმების კადრების ჩვენება, ანიმატორების წარმოდგენა და ქართული კერძების დაგემოვნება გაიმართება.

ასევე, 13:00 საათზე, „საპატიო ბათუმელის“ წოდების მინიჭების ცერემონია ჩატარდება, 19:00 საათზე კი მიუზიკლს „და აი ჩვენ აქ ვართ Mamma Mia” იხილავთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა