გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, წყალარინების მიმდინარე პროექტი დაათვალიერა

ქვემო ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გამართული წყალარინების მომსახურების უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

,,ქალაქ ბოლნისში პირველად მოეწყობა წყალარინების ქსელი, რომლითაც 7 300 ბენეფიციარი ისარგებლებს. აღნიშნული პრობლემა ათეული წელია მოსახლეობის წინაშე დგას. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 20 000 000 ლარის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა საუბნო წყალარინების სისტემის 11 000 გრძივ მეტრზე მოწყობა, დღეის მდგომარეობით, ბოლნისში უკვე მოწყობილია, დაახლოებით, 10 კმ წყალარინების ქსელი და სულ მალე ბოლნისს გამართული წყალარინების ქსელი ექნება“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სამუშაოები მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი