IRI - გამოკითხულთა 39% ხმას არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 34% კი - „ქართულ ოცნებას“

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 34% კი არავითარ გარემოებაში არ მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“.

კითხვაზე, „რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში?“, 39 %-მა „ნაციონალურ მოძრაობა“ დაასახელა, 34 % -მა - „ქართული ოცნება“, 16%-მა - „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, 13-მა- „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, 13%-მა- „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“, 13%-მა - „პატრიოტთა ალიანსი“, 13%-მა - „გირჩი“, 8% -მა- „ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილი“, 7-7%-მა - „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძე“ და „დროა, ელენე ხოშტარია“, 6%-მა - „ლელო“, 5%-მა - „ხალხის ძალა“, 4%-მა - „გიორგი გახარია საქართველოსთვის“, 3%-მა - „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“, 1%-მა - „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 1%, 1%-მა - სხვა.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი