ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მან და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე და ასევე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

როგორც მან დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს.

„ბრიტანეთის ელჩთან ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივაზე. ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე. ცხადია, ეს საკითხი ჩვენი მხრიდან იყო. ასევე, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეზე და მის პოლიტიკურ ტყვეობაზე. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე. როგორ შეიძლება, რომ ქვეყანა პოსტ ოცნებების პირობებში, როცა აღარ იქნება რუსული „ოცნება“, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. როგორი ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. საქმიანი შეხვედრა იყო, ჩვენი პოზიციები გავაცანით. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის იმ ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს, რაც ქართველ ხალხს აქვს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, ხელისუფლება 12 რეკომენდაციას არ ასრულებს და შეუძლებელია იმის თქმა, რომ საქართველო რაიმე მიმართულებით პროგრესს განიცდის. "მართლა გულწრფელად მინდა ყველას ვურჩიო: შეუძლებელია მაწონზე იძახო შავია, თეთრზე იძახო ყავისფერი, ეს წარმოუდგენელია, ყველამ კარგად იცის, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება არათუ წარმატებით არ მიმდინარეობს, არამედ ეს რეკომენდაციები არ სრულდება და ამას თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში ისმენთ დეპოლარიზაციასთან, დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლოსთან დაკავშირებით", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით კი, ბრიტანეთის ელჩმა, როგორც ყველამ, ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მას ესაჭიროება მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა და აქედან გამომდინარე, ყველა ძალისხმევა იხარჯება იმისთვის, რომ ეს შედეგი იქნეს მიღწეული.

„ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ბრიტანეთის ელჩს, თუმცა მანაც ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან კარგად ესმის ყველას, ისევე როგორც ბრიტანეთის ელჩს, რომ მესამე პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს, უნდა გამოჯანმრთელდეს და ამისთვის აუცილებელია მისი გადაყვანა მესამე ქვეყანაში, მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობა. აქედან გამომდინარე, ყველა ძალისხმევა იხარჯება იმისთვის, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში