„ბოქსეტ ჯორჯია“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის დახმარებით ნებისმიერი ქართული პროდუქტი შეგიძლიათ საერთაშორისო პლატფორმაზე (Amazon, eBay, Etsy, Walmart და ა.შ.) გაყიდოთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართველ მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესმენებს და სტარტაპებს, რომ მინიმალური დანახარჯით განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზარზე.
Boxette Georgia საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფის - Boxette-ის წევრია. ბიზნეს ჯგუფი წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, გერმანია, უკრაინა, თურქეთი, საქართველო და უზბეკეთი. კომპანია ახორციელებს ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირებას, ასევე სთავაზობს სასაწყობე სერვისებს ამერიკაში ელექტრონული კომერციით დაკავებულ კლიენტებს მთელი მსოფლიოდან. ჩვენი საწყობები აშშ-ში აღჭურვილია საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებით. სისტემა ავტომატურ რეჟიმში შეკვეთების მიღებისა და მყიდველთა მისამართებზე დაგზავნის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მოვაჭრე სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში აკონტროლონ საკუთარი მარაგები.
კომპანია Boxette Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე 3 წელია ოპერირებს და მომხმარებელს საუკეთესო ტარიფებით, უმოკლეს ვადებში მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ამანათების გაგზავნას სთავაზობს.
ჩვენი კლიენტები არიან საქართველოდან საერთაშორისო ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე (Amazon.com, Ebay.com, Etsy.com და ა.შ) მოვაჭრე მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნეს სუბიექტები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია გზავნილის სისწრაფე, ფასი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება. კომპანიის სერვისი ძალიან პოპულარულია მათთვის, ვინც აგზავნის პირად გზავნილებს მსოფლიოს მიმართულებით ახლობლებისა და ნათესავებისთვის, ასევე სამსახურებრივი დანიშნულებით - ნიმუშებსა თუ დოკუმენტებს. გზავნილების ყველაზე პოპულარული მიმართულებებია: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია.
„ჩვენი მთავარი ამოცანა ლოგისტიკური სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა და ამ პროცესების კლიენტების მოთხოვნებზე მაქსიმალური მორგებაა“, აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ მურცხვალაძემ.
ძალიან მალე, კომპანია თბილისში კიდევ ერთ ოფისს გახსნის, საიდანაც კომერციული და არაკომერციული ამანათების გაგზავნას შეძლებს მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ რეგიონებიდან საზღვარგარეთ გასაგზავნი ამანათების თბილისამდე ტრანსპორტირება უფასოა, თუ: იგზავნება 3 ამანათზე მეტი ან გზავნილის წონა 3 კგ-ს აღემატება.
Boxette Georgia უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი ამანათი ადრესატთან ჩავიდეს მაქსიმალურად სწრაფად, უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე, რაც კომპანიას მნიშვნელოვნად გამოარჩევს ბაზარზე არსებული სხვა ანალოგიური სერვისების მომწოდებლებისგან.
კომპანია ძალიან მოქნილი და ახალ სერვისებზე ორიენტირებულია. ის მუდმივად ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და ითვალისწინებს მის ინტერესებს. სწორედ მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით, მალე Boxette Georgia-ს დახმარებით ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იქნება შესაძლებელი.
Boxette Georgia - ამანათების გაგზავნის ხელოვნება!
(R)