ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ლექცია-საუბარი თემაზე: ,,ანტირელიგიური კამპანია სამეგრელოში და ხობის მონასტერი XX საუკუნის 20-30-იან წლებში“ ჩატარდა.
როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხსენებელმა, ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ ისაუბრა ბოლშევიკების მიერ ეკლესია-მონასტრების, მათ შორის - 1923 წლის აპრილში ხობის მონასტრის დახურვაზე, სასულიერო პირების დევნაზე, ანტირელიგიურ კამპანიაზე და სასულიერო პირთა გამორჩეულ ღვაწლზე.
„ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები ხობის მონასტერში დაცული სიწმინდეების და XIX-XX ს.ს. პრესაში ხობის მონასტერზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ. ლექცია-სემინარს სასულიერო პირები, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.