გორის მერია - გორში ორ ლოკაციაზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა

როგორც გორიც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მძღოლები და ქვეითები უკვე ახალი შუქნიშნებით სარგებლობენ ქალაქში არსებულ ორ გზაჯვარედინზე: ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე და სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე.

„პროექტის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთების უზრუნველყოფა. გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ორივე ლოკაციაზე მოეწყო ხმოვანი შეტყობინების სისტემა. გორში პირველად დამონტაჟდა საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებსაც. ერთ - ერთ გზაჯვარედინზე (სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა) დამონტაჟდა დამატებითი სექციებიც, რომლებიც აქამდე არ ყოფილა. თანამედროვე სტანტარდების შესაბამისი საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები დამონტაჟებულია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი