ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ურბანული განვითარების კონცეფცია, ექსპერტებს რუსთავის მერიის არქიტექტორების ჯგუფთან ერთად გააცნო

საქართველოში მიმდინარე სივრცითი ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ფორმატის პირველი შეხვედრა, რუსთავში გაიმართა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქმშნებლობითი სააგენტოს უფროსს იოანე მენაბდეს, ფორუმის მონაწილე ექსპერტებთან ერთად შეხვდა და ქალაქის ის ტერიტორიები დაათვალიერებინა, რომელთა განაშენიანებაც სივრცითი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

,,ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ურბანული განვითარების ხედვის გაზიარება. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვფიქრობ, რომ რუსთავი არის, ალბათ ერთ-ერთი ქალაქი თბილისის აგლომერაციაში, რომელსაც ურბანული არეალების გაფართოებისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. და თუ ჩვენ სწორად დავაგეგმარებთ ქალაქს, ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის მასტიმულირებელი იქნება სწორედ ეს ახალი ტერიტორიები, რომლის განაშენიანებასა და განვითარებას ჩვენ ვგეგმავთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ურბანული განვითარების კონცეფცია, ექსპერტებს რუსთავის მერიის არქიტექტორების ჯგუფთან ერთად გააცნო.

„რუსთავში ექსპერტებთან ერთად ჩამოვედით. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა მერიის წარმომადგენლებთან. გავეცანით თუ როგორია მათი ხედვა რუსთავის განვითარების, თბილისთან ურთიერთობისა და ზოგადად აგლომერაციის ფარგლებში, როგორ შეიძლება რუსთავი განვითარდეს“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქმშნებლობითი სააგენტოს უფროსმა იოანე მენაბდემ.

რუსთავში გამართულ შეხვედრამდე, საქართველოში პირველი სივრცითი ფორუმი გაიხსნა და კონფერენცია ,,სივრცის დაგეგმარება-საქართველო 2023“ ჩატარდა, სადაც ქალაქმშენებლობითი დაგეგმარების ეროვნულ პოლიტიკაზე იმსჯელეს. ფორუმის ფარგლებში, ექსპერტებთან სამუშაო ფორმატის შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. რუსთავი, როგორც დედაქალაქის აგლომერაციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, სივრცითი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ