ხათუნა სამნიძე - საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება ქვეყნის შიგნით - ცალკე მესიჯები შიდა მოხმარებისთვის და სხვა ტიპის მესიჯები საერთაშორისო დონეზე, არ მუშაობს

საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება ქვეყნის შიგნით - 21-ე საუკუნეში ვართ და ცალკე მესიჯები შიდა მოხმარებისთვის და საერთაშორისო დონეზე სხვა ტიპის მესიჯები არ მუშაობს! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრემიერის ევროპაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც სამნიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით რუსულ კამპანიას აწარმოებს და პარტნიორებს ანტიდასავლური გზავნილებით ესხმის თავს, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ვიზიტების დროს სწორი გზავნილები და სწორი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული.

„როდესაც „ქართული ოცნება“ მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა და შიდა აუდიტორიასთან, საკუთარ ამომრჩეველთან კრემლის მსგავსი გზავნილებით წარდგება, ეს ჩვენმა პარტნიორებმა იციან. შეკითხვები არსებობს და „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი საკუთარი მესიჯები აკონტროლოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რატომღაც აქვთ ილუზია იმისა, რომ პარტნიორებმა არ იციან, რა ხდება ქვეყნის შიგნით. სწორედ ამიტომ ჩვენი პარტნიორები ღიად ამბობენ, რომ ერთია 12 პუნქტის შესრულება და მეორეა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფო 12 პუნქტთან და ასევე, მოსამართლეებთან დაკავშირებულ სანქციებზე რეაგირებას მოახდენს, პარტნიორები დაინახავენ, რომ ხელისუფლება მზად არის გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს.

„12 პუნქტში წერია სასამართლო რეფორმის შესახებ. ცოტა ხნის წინ აშშ-მ ოთხ მოსამართლეს სანქცია დაუწესა. ამაზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა ჰქონდეს. როდესაც საპარლამენტო სივრცეში არის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, რათა ამ პროცესებს ნათელი მოვფინოთ ამას „ქართული ოცნება“ ყველა კანონის დარღვევით ხელს არ უნდა უშლიდეს", - განაცხადა სამნიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო