ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ეკატერინე ორჯონიკიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში წარუდგინა.

ეკატერინე ორჯონიკიძემ 2022-2023 წლის ზამთრის სეზონის განმავლობაში სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კურორტმა ღირსეულად უმასპინძლა ჩემპიონატს, რაც განპირობებული იყო სააგენტოს სამსახურების თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით.

სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ბაკურიანში არსებულ გამოწვევებსა და სააგენტოს იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს დაბისათვის.

სააგენტოს ხელმძღვანელის ანგარიშს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ბაკურიანის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი