პროექტის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა” გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელთა შორისაა გორის უნივერსიტეტის ფესტივალი „მაჩაბელი“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა, მათ შორისაა, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, რომელსაც სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „მაჩაბელი“ მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით ფოტოგრაფიისა და ფოტო ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივებას, მხატვრობაში ახალი სახეების აღმოჩენას, ახალგაზრდობის ჩართულობას და მათ შემოქმედებით გააქტიურებას.

ამავე ცნობით, აღნიშნული ფესტივალი მეორედ გაიმართება, გასულ წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი.

"აღნიშნული პროექტის განხორციელებით და შესაბამისად, ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახდება საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა.

პროექტი მოიცავს რიგ ეტაპებს, მათ შორის საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტო-კონკურსის ორგანიზებას თემაზე: „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისათვის“, სადაც ჩაერთვებიან ქართველი, პოლონელი, თურქი, გერმანელი და ფრანგი ახალგაზრდა ფოტოგრაფები და ფოტო ხელოვანები. მოწვეული ხელოვანები ფესტივალის ფარგლებში ჩაატარებენ მასტერკლასებს და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტო-კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ