Deutsche Welle - ევროკავშირში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით კომპრომისს “მაქსიმალურად მიუახლოვდნენ”

ევროკავშირში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით კომპრომისს “მაქსიმალურად მიუახლოვდნენ”. ინფორმაციას

ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ “მაქსიმალურად მიუახლოვდნენ” დადებით გადაწყვეტილებას.

სოფლის მეურნეობის ევროკომისრის იანუშ ვოიცეხოვსკის განცხადებით, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკომისიის წინადადება მიღებული იქნება.

ცნობისთვის, ევროკომისიის წინადადება სამ ზომას ითვალისწინებს:

5 ივნისამდე უკრაინიდან ხუთი პროდუქტის იმპორტის აკრძალვას: სიმინდის, ხორბლის, რაფსის თესლების, მზესუმზირის თესლებისა და ზეთის. ამავდროულად, უკრაინული პროდუქციის ტრანზიტი გაგრძელდება და ევროკომისია ამას ხელს შეუწყობს;

კომპენსაციის 100 მილიონი ევრო გამოიყოფა ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინული პროდუქციის იმპორტისგან. მათ შორის არიან პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ეს დახმარების უკვე მეორე ტრანში იქნება. აქამდე 56 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია სამ ქვეყანას გადაეცა - პოლონეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს.

მესამე ზომა ევროკავშირის შიდა ბაზარზე უკრაინიდან იმპორტირებული სხვა პროდუქციის შედეგად შექმნილი ვითარების გამოძიებას ითვალისწინებს. ასეთი რვა სახეობის პროდუქციაა, მათ შორის შაქარი, კვერცხი და თაფლი.

Deutsche Welle ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო უკრაინიდან იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება, მაგალითად ფინეთი და ლატვია.

“ყველაზე ცუდი ის არის, რომ უკრაინიდან პროდუქციის შემოტანაზე აკრძალვა რუსეთის ნარატივს აძლიერებს. არარაციონალურია ერთი მხრივ მასშტაბურ მხარდაჭერას უწევდე უკრაინას, და მეორე მხრივ - იქიდან ექსპორტს და კიევის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ბლოკავდე”, - განაცხადა ფინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანტი კურვინენმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

Deutsche Welle - ევროკავშირში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით კომპრომისს “მაქსიმალურად მიუახლოვდნენ”

ევროკავშირში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით კომპრომისს “მაქსიმალურად მიუახლოვდნენ”. ინფორმაციას

ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ “მაქსიმალურად მიუახლოვდნენ” დადებით გადაწყვეტილებას.

სოფლის მეურნეობის ევროკომისრის იანუშ ვოიცეხოვსკის განცხადებით, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკომისიის წინადადება მიღებული იქნება.

ცნობისთვის, ევროკომისიის წინადადება სამ ზომას ითვალისწინებს:

5 ივნისამდე უკრაინიდან ხუთი პროდუქტის იმპორტის აკრძალვას: სიმინდის, ხორბლის, რაფსის თესლების, მზესუმზირის თესლებისა და ზეთის. ამავდროულად, უკრაინული პროდუქციის ტრანზიტი გაგრძელდება და ევროკომისია ამას ხელს შეუწყობს;

კომპენსაციის 100 მილიონი ევრო გამოიყოფა ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინული პროდუქციის იმპორტისგან. მათ შორის არიან პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ეს დახმარების უკვე მეორე ტრანში იქნება. აქამდე 56 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია სამ ქვეყანას გადაეცა - პოლონეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს.

მესამე ზომა ევროკავშირის შიდა ბაზარზე უკრაინიდან იმპორტირებული სხვა პროდუქციის შედეგად შექმნილი ვითარების გამოძიებას ითვალისწინებს. ასეთი რვა სახეობის პროდუქციაა, მათ შორის შაქარი, კვერცხი და თაფლი.

Deutsche Welle ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო უკრაინიდან იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება, მაგალითად ფინეთი და ლატვია.

“ყველაზე ცუდი ის არის, რომ უკრაინიდან პროდუქციის შემოტანაზე აკრძალვა რუსეთის ნარატივს აძლიერებს. არარაციონალურია ერთი მხრივ მასშტაბურ მხარდაჭერას უწევდე უკრაინას, და მეორე მხრივ - იქიდან ექსპორტს და კიევის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ბლოკავდე”, - განაცხადა ფინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანტი კურვინენმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია