მარიამ ქვრივიშვილი - სამ თვეში საქართველომ 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა - პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტები 95%-ით სრულად აღდგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95%-ით სრულად აღდგა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველომ 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი და მოთხოვნა კვლავ მზარდია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დადებითი დინამიკით, ფაქტობრივად, უკვე სრულად დაუბრუნდა პოსტპანდემიურ მაჩვენებელს. პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურისტული ვიზიტები პირველი კვარტლის მონაცემებით, 95%-ით უკვე სრულად აღდგა, თუკი შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიაში წელს განსაკუთრებით წარმატებული წელი იქნება," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში