2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი - ჯარიმების ოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში 105 692 ჯარიმაა გამოწერილი. 2023 წლის 4 თვეში კი 49 864.

2022 წელს, ყველაზე მეტი 64 850 ჯარიმა ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას გაიცა, ხოლო ყველაზე ცოტა 10 650 მეტროპოლიტენით სარგებლობისას. წლის განმავლობაში, მიკროავტობუსით მგზავრობისას 30192 ჯარიმაა გამოწერილი.

რაც შეეხება 2023 წელს, მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შემთხვევაშიც, ყველაზე მეტი 25144 ჯარიმაა გაცემული ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ხოლო ყველაზე ცოტა 867 ჯარიმა მეტროპოლიტენით გადაადგილებისას. მიკროავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას კი 23853 ჯარიმაა გამოწერილი.

ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს