პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა

პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მას სჯერა, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება სრულად მაშინ იქნება რეალიზებული, როდესაც შესაძლებელი იქნება, განვითარების მოდელისა და უსაფრთხოების ჰარმონიზება.

"მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის, მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. იმ სიმპათიით, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი საქართველო იყო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა. ასევე განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის სუვერენულ უფლებას. ღრმად გვწამს, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება სრულად იქნება რეალიზებული, როდესაც შესაძლებელი იქნება, განვითარების მოდელისა და უსაფრთხოების ჰარმონიზება ჩვენს კონტინენტზე, როდესაც ევროპა, ჩვენი თანამემამულის, რომის პაპ იოანე-პავლე მეორის დიდი ოცნების შესაბამისად, როგორც მან ევროპარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, შეძლებს ორი ფილტვით სუნთქვას, ორი ტრადიციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა",-განაცხადა რაუმ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო