თორნიკე რიჟვაძე - ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების ჯილდო 1 მილიონ ლარს გადააჭარბებს და გაორმაგებულ, გასამმაგებულ თანხას მიიღებენ

ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილის ადგილზე გასული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

,,მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის მიმართულებით გვაქვს არაერთი წარმატება. ვულოცავ ჩვენ სპორტსმენებს ლერი აბულაძეს, ლაშა გობაძეს და შოთა ფარტენაძეს მიღწეულ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე. სპორტსმენებისთვის მოტივაციის გაზრდის და წახალისების მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ საპრიზო თანხა. გაორმაგდება და რიგ შემთხვევაში გასამმაგდება შესაბამისი საპრიზო ფონდი. თუ აქამდე იყო 400 ათას ლარზე მეტი, კორექტირების დროს შეადგენს მილიონ ლარზე მეტს და რა თქმა უნდა, წარმატებებიც პროპორციულად აისახება ჩვენი სპორტის სფეროზე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საპრიზო ფონდი რამდენიმეჯერ გაიზრდება და მილიონ ლარს გადააჭარბებს. გაზრდილ ჯილდოს ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებზე (დიდებში) გამარჯვებულები მიიღებენ.

მათივე ცნობით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. სრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, ძალოსნები ისარგებლებენ ახალ თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო დარბაზით. ბათუმს კიდევ ერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება. გამოცხადდა საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობის ტენდერი, რაც დადებითად აისახება სპორტსმენების მომზადების ხარისხსა და მათ წარმატებაზე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი