მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ჩვენ ვშორდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს

ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ჩვენ ვშორდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაკეთებული მწვავე განცხადებები საყურადღებოა.

„ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მის საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადებები მხედველობაშია მისაღები. როგორც „ოცნება“ იქცევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში ექცევა, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ”, - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, საკმაოდ მძიმე შეფასება გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

„რეალობაა ის, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად ავტოკრატიის გზაზეა. რასაც აკეთებს არ ემსახურება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებს, ამიტომ მსგავსი შეფასებები გასათვალისწინებელია. თუმცა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს არ მაქვს“, - განაცხადა დაუშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება