რეზო ხარაზი „ქართულ ოცნებას“ - „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებულ მოსაწვევზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დროს გაკეთებული პროექტებია ასახული - თქვენ ერთიც არ გაგიკეთებიათ, ვერ შეძელით

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა მმართველ გუნდს, ბათუმობის დღესასწაულისთვის მომზადებული მოსაწვევი წარუდგინა.

რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მოსაწვევზე ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განხორციელებული პროექტები არის დატანილი.

"სიმბოლურია, ერთი ახალი პროექტი არ გაგიკეთებიათ, ვერ შეძელით. 135 წლის იუბილეს აღნიშნავთ და მოსაწვევზე ერთი ახალი პროექტი არ გაქვთ დატანილი. იმ კაცის მიერ განხორციელებული პროექტებით არის სავსე მოსაწვევი, რომელიც რუსეთის და ბორინკა ივანიშვილის პირადი პატიმარია. სიმბოლურია, რომ თანამედროვე ქალაქი სწორედ მიხელ სააკაშვილს უკავშირდება. ერთი პროექტი არ გაგიკეთებიათ, მაგრამ გეტყვით თქვენს მიერ შეჩერებულ პროექტებს - მაგალითად, “როიალ კარიბიანი”, რომელიც გააჩერეთ, ახალი ბულვარის განვითარება, შემოვლითი გზა, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ბორინკა ივანიშვილმა კაზინო გახსნა. ამაყი ვარ, რომ ამ ქალაქში დავდივარ. მადლობა იმ სამსახურს, რომელმაც ეს მოსაწვევი გააკეთა. ნახეთ თანამედროვე ბათუმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა. თავისუფლება მიშას”, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

სხდომათა დარბაზში ხარაზის განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. მათ რეზო ხარაზის განცხადებას ტაშით უპასუხეს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა