ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე აცხადებს, სხდომას, სადაც ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი არ ესწრებოდა.
ნოდარ დუმბაძის თქმით, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, სხდომაზე სწორედ მაშინ დადიოდა არჩილ ჩიქოვანი, ხოლო როცა ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე დაბრუნდა, მერი საკრებულოში აღარ დადის.
“ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა ბათუმის საკრებულოში, 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გ
და 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები. “ქართული ოცნების” მერს, არჩილ ჩიქოვანს ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები არაფრად მიაჩნია, იგი შეგნებულად არ ესწრება სხდომას, როდესაც ოპოზიცია საკრებულოშია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ როდესაც ქალაქის მერი არასერიოზულად ეკიდება საკრებულოს როგორც ინსტიტუტს, აბსურდულ სხდომაში მონაწილეობა არ მივიღოთ”, - განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.
ოპოზიციის მიერ საკრებულოს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას გამოეხმაურა.
“ქართული ოცნების” წევრი ნატალია ზოიძე. როგორც მან განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიულ სტრუქტურაში ვერ გარკვეულა, როგორ გააგრძელოს მუშაობა.
“სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, საკუთარ პარტიულ სტრუქტურაში საინტერესოა, როგორ გააგრძელებენ მოღვაწეობას ერთ გუნდად თუ რამდენიმედ… ჯერ ეს საკუთარ ოჯახში და გუნდში აქვთ მოსაწესრიგებელი და ბუნებრივია, საკრებულოს სხდომაზე ყოფნა მათთვის დამთრგუნველია, ასეთ ვითრებაში”, - განაცხადა ნატალია ზოიძემ.