პატიმარმა საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა

გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა კონსტანტინე ცომაიამ საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა და ის „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.

როგორც ზურა ჩხაიძემ განაცხადა, დაზიანება ზედაპირული იყო, პაციენტის კლინიკაში დარჩენის საჭიროება არ იყო და ის გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ეს პატიმარი სასამართლო პროცესზე მიყვანილი იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან და შემდეგ, როდესაც აქ მოხდა ჭრილობის დამუშავება, ისევ საბადრაგო სამსახურის მიერ იქნა დაბრუნებული გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. კლინიკაში მოთავსების აუცილებლობა არ იყო. თვითდაზიანება მიიყენა პაციენტმა ყელის არეში.

აქ იყო ზედაპირული ჭრილობა, სხვა მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. ამ დაზიანებით მას ნამდვილად არ ემუქრება არანაირი საფრთხე. არ იყო მძიმე სახის დაზიანება, იყო ზედაპირული ჭრილობა, რომელიც გაიკერა და დამუშავდა“, - განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს