მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გერმანული განათლების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ინიციატივით, „აღმოსავლეთის მეზობლები" DVV რეგიონული პროექტის ფარგლებში, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნული ინსტიტუტის სამუშაო პროგრამის და გერმანული სახელმწიფო ორგანიზაციების პრაქტიკის გაცნობა.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ ბავარიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციას (BVV) და შეხვდნენ BVV-ის თავმჯდომარეს, დოქტორ რეჯინე სგოდას. მიუნხენის VHS-ის ფილიალში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ფილიალის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ჰილტრუდ ეტლთან. ასევე, დელეგატები იმყოფებოდნენ ბავარიის პარლამენტში, მიუნხენის VHS-ის შტაბ-ბინაში, სადაც შეხვდნენ მმართველ დირექტორს, დოქტორ მარტინ ეკერს.
დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი მიუნხენის მერიაში.
„აღმოსავლეთის მეზობლები" DVV რეგიონული პროექტის ფარგლებში, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ვიმყოფები გერმანიაში. ჩვენი ვიზიტი მიმდინარეობს ნაყოფიერად, გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. მათი გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვი“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.