თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორებს შეხვდა და გააცნო გადაწყვეტილება საპრიზო ფონდის რამდენიმეჯერ ზრდასთან დაკავშირებით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს საპრიზო ფონდის ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გააცნო.

„აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმადაც ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. ფონდი მილიონ ლარს გადააჭარბებს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ბათუმის სპორტული კომპლექსისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა, გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი