ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ დგვარში და ჭობისხვებში ხორციელდება.

„სოფელ დგვარში გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა და ჯამში, 1 კმ არმირებული ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო. პროექტი ითვალისწინებს, სანიაღვრე არხის და ეზოებამდე მისასვლელი გზის მოწყობას.

ხოლო, ჭობისხევში საჯარო სკოლის უკან მდებარე უბანში არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.

ამ დროისათვის გზის დამცავი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.

უახლოეს დღეებში გზის რეაბილიტაცია დაიწყება სოფელ დვირში და ქვაბისხევში.

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 9 კმ-მდე შიდა საუბნო და საქალაქთაშორისო გზა მოეწყობა.

გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს