წალენჯიხის მერია მთავრობას ინიციატივით მიმართავს მეორე კლასის მოსწავლეებისთვის კვება უფასო იყოს

წალენჯიხის მერია მთავრობას ინიციატივით მიმართავს მეორე კლასის მოსწავლეებისთვის კვება უფასო იყოს.

„უფასო კვება მეორე კლასის მოსწავლეებისთვის“ ინიციატივის შესახებ წალენჯიხის მერის მოადგილემ ვანო ბურდულმა განაცხადა.

მისივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მერია, ცენტრალური ხელისუფლებისგან ახალი სასწავლო წლისთვის 208 000 ლარის გამოყოფას ითხოვს.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 35% სკოლაში არასოდეს იკვებება. ამ გამოწვევის საპასუხოდ, წალენჯიხამ უკვე გადაგა პირველი ნაბიჯები და საკუთარი სახსრებიდან შევძელით 220000 ლარის გამოყოფა ბავშვთა კვების დასაფინანსებლად. ამჟამად უკვე 265 პირველკლასელია უზრუნველყოფილი კვებით.

ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, ვინაიდან გამოწვევა გაცილებით მასშტაბური ხასიათისაა და გვინდა, რომ ახალი სასწავლო წლიდან განვახორციელოთ მეორეკლასელთა კვების დაფინანსებაც.

ამისათვის უკვე წინადადებით მივმართეთ საქართველოს მთავრობას მიზნობრივი 208 000 ლარის გამოყოფის თაობაზე.

იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს და დაგვეხმარება ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში“, - განაცხადა ვანო ბურდულმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი