ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში ჰერბარიუმებისა და ქოთნის მცენარეების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, გაიმართა ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრის ნინო ქირიას ნამუშევრების გამოფენა და საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია თემაზე ,,მდგრადი განვითარების მიზნები“ ჩატარდა.

“ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე გამოფენა-გაყიდვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან ერთად სტუმრობდა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპული მარშრუტის ასოციაციას 2022 წლიდან შეუერთდა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ბაღის პოპულარიზაციას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.