საერთაშორისო საავტომობილო სპორტული შეჯიბრი King of Drift 30 აპრილს „ვისოლთან“ ერთად აიღებს სტარტს

30 აპრილს „ლილო არენაზე“ King of Drift 2023 აიღებს სტარტს. მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადმა საავტომობილო სპორტმა საქართველოშიც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და 6 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის მოქალაქე პროფესიონალი თუ მოყვარული მრბოლელები ერთად იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. King of Drift შეჯიბრი ქუჩის რბოლების ლეგალურ სივრცეში გადმოტანას და საქართველოში საავტომობილო სპორტის განვითარებას ისახავს მიზნად.

King of Drift საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, წარმატებული ავტომრბოლელის მევლუდ მელაძის მიერ დაარსებული პროექტია. ღონისძიება პირველად 2008 წელს გაიმართა და მას შემდეგ მისი ფორმატი დაიხვეწა და განვითარდა. მევლუდ მელაძე ორგანიზატორობასთან ერთად, თავადაც მონაწილეობს დრიფტში, რომელმაც მიმდინარე წელს საერთაშორისო სახე მიიღო.

„King of Drift რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. პირველ რიგში, მისი მთავარი მიზანი ქუჩის რბოლების ლეგალურ სივრცეში გადმოტანაა. მას საკმაოდ უჩვეულო ფორმატი აქვს, რადგან მოყვარულები და პროფესიონალები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს მოყვარულ მრბოლელებს საშუალებას აძლევს ნახონ, რა დონეზე არიან, რამდენად გაიზარდნენ. ზოგადად, ავტოსპორტში დიდი გამოწვევაა ის, რომ მრბოლელებს საშუალება არ აქვთ საკუთარი მომზადების დონე შეაფასონ. ჩვენი ღონისძიება კი ამის კარგი შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ფართო ასპარეზზე და მონაწილეები სხვა ქვეყნებიდანაც გვყავს. ორგანიზატორობის პარალელურად, მეც მისი ერთ-ერთი მონაწილე ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად საავტომობილო ფედერაციაში იმიტომ მოვედი, რომ ისეთი ღონისძიებები დამეგეგმა, როგორიც მე მინდოდა. დღემდე ამ სულისკვეთებით მოვდივარ. როგორც მონაწილე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. როდესაც ვნახავ, რომ ჩემი მოსწავლეები იოლად მჩაგრავენ, მერე უკვე ფორმის კედელზე ჩამოკიდებაზეც ვიფიქრებ. მანამდე კი მონაწილეების რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება და წელს რაოდენობა უკვე 50-ს აჭარბებს,“ - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

შეჯიბრში მონაწილე პროფესიონალ მრბოლელებს შორის ნოდარ კოდუაცაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე იღებს მონაწილეობას.

რბოლის მონაწილეთა ავტომობილების სიმძლავრე და მოდელი არ არის შეზღუდული, შესაბამისად, ავტოპარკი მრავალფეროვანია. „ვისოლთან“ ერთად შეჯიბრის ახალი სეზონის გახსნა კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იქნება, რადგან რბოლას ენდურო მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე ექსტრემალური მანევრირებებით გახსნის.

„ვისოლი“ ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია. ამჯერად გვაქვს პატივი, ვიყოთ King of Drift-ის სპონსორები. 30 აპრილს „ლილო არენაზე“ მოსულ სტუმრებს საკმაოდ შთამბეჭდავ, შესანიშნავ სანახაობას ვპირდებით. მონაწილეები „ვისოლის“ მაღალი ხარისხის საწვავის საშუალებით დიდ სანახაობას შექმნიან. ამჯერად საერთაშორისო ჟიური გვყავს მოწვეული, რაც ღონისძიების დონეს კიდევ უფრო აამაღლებს. ზოგადად კი, სადაც მევლუდია, იქ ყოველთვის წარმატება და კარგი სანახაობაა. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მოხვიდეთ და ადგილზე განიცადოთ ეს ყველაფერი. აქვე გეტყვით, რომ პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში 5 ღონისძიებაა დაგეგმილი და ჩვენ ყველა მათგანზე მრბოლელების გვერდით ვიქნებით,“ - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

როგორც აღინიშნა, King of Drift-ს მიმდინარე წელს საერთაშორისო ჟიური ჰყავს. მათ შორისაა: დრიფტში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჟიური ჩეხი დევიდ კალაში (David Kalaš ) და მისი თანაშემწე ჰოლანდიელი ვერნონ ზვანეველდი (Vernon Zwaneveld), ლატვიელი ზიგმარს ეიგმინსი (Zigmars Eigmins) და იმანტს ბიტმენსი (Imants Bitmets).

„ეს პირველი ღონისძიებაა საქართველოში, რომელსაც ვესწრები. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყველა ღონისძიება თანაბრად მნიშვნელოვანია. საქართველოში ჩამოსვლამდე სოციალური ქსელების საშუალებით გავეცანი ქართველ ავტომრბოლელებს. ვიმედოვნებ, რომ მონაწილეები საკმაოდ მაღალ დონეს გვანახებენ. თუმცა დრიფტში არ არსებობს ცუდი სანახაობა, აქ ყველაფერი შთამბეჭდავია. ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ მათ და ვფიქრობ, მეც საინტერესო ახალ გამოცდილებას მივიღებ. ეს ყველაფერი ორმხრივი პროცესია, განცდები კი გადაეცემა მაყურებელსაც. დრიფტი ადრენალინისა და ბედნიერების ერთობლიობაა. ასე რომ, საერთო ბედნიერებისთვის 30-ში შევიკრიბებით,“ - აღნიშნა მსაჯმა ზიგმარს ეიგმინსმა.

ღონისძიებას მუსიკალურად „დრო“ გააფორმებს. შეჯიბრს კი, რომელსაც პარალელურად პირდაპირ ეთერში King of Drift-ის ოფიციალურ სოციალურ მედია გვერდებზე იხილავთ, ნიკა გრიგოლია წაიყვანს. მაყურებელს კი დაუვიწყარ და აზარტულ სანახაობასთან ერთად შესაძლებლობა აქვს საწვავიც მოიგოს.

King of Drift 2023 წლის სეზონის გამარჯვებულს, რომელიც 5 ეტაპის ქულების ჯამით გამოვლინდება, დრიფტისთვის სრულად აღჭურვილი (BMW E36 COMPACT) ავტომობილი გადაეცემა პრიზად.

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი