კახა ოქრიაშვილი - „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89%, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„მუდმივად გვესმის, რომ ოპოზიცია დაქსაქსული და სუსტია, „რუსული ოცნება“ კი მონოლითური და ძლიერი და ამის გამო, არ დამარცხდება. ვინც ასე ფიქრობს, ან „რუსული ოცნების“ წევრია ან პოლიტიკური იდიოტი. პასუხი ამ ნარატივზე დევს მთავარ კითხვაში - ვინ არის ოპოზიცია?! „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89 %, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება. მოღალატე „რუსული ოცნება“ კი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად, ნაცისტურ რუსეთს მიგვაწებოს.

ამ მოცემულობაზე აღარავინ დავობს და მაინც, პირადად ჩემთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც საწყენი იყო, როცა მოღალატე „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და ამით პირდაპირ მხარი დაუჭირა რუსეთს, რომლის აგენტები და ინტერესების გამტარებლები არიან!

პრაქტიკულად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია, მოღალატე „ოცნება“ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს. ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია, ჩამოვაშოროთ „ოცნება“ და მისი ლიდერშიპი ზოგადად საქართველოს, რასაც ძალიან მალე ვიხილავთ!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა