გარდაბნის მერმა „ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა ,,ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებმა წამოაყენეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები, მერთად ერთად იმსჯელეს გადაჭრის გზებზე და ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული ქსელი „თაობა“. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთ დღეს გაატარებენ და ადგილზე გაეცნობიან საჯარო მოხელეების სამუშაო პროცესის სპეციფიკას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, პროექტის ორგანიზატორები, ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 და კრწანისის საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს, მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ პიროვნულ განვითარებაში და გავზარდოთ მათი როლი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენს მომავალს”, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება