საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტად მყოფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ისაუბრეს იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების ქმედებები თუ განცხადებები კონფლიქტში მოდის ქართველი ხალხის გაცხადებულ მიზანთან.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარგადაა ინფორმირებული ყველა მოვლენის თაობაზე, რაც საქართველოში მოხდა.

„ჩვენ ცალსახად ყველამ გავამახვილეთ ყურადღება საზოგადოებრივ განწყობებზე, იმაზე, რომ ევროინტეგრაციის იდეას საქართველოში აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა, 90%-მდე მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების ქმედებები თუ განცხადებები კონფლიქტში მოდის ქართველი ხალხის გაცხადებულ მიზანთან.

ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც ვისაუბრეთ. ზოგადად ის იყო საკმაოდ კარგად ინფორმირებული ყველა მოვლენის თაობაზე. ვუთხარით, რომ პრეზიდენტს მივმართეთ შეწყალების თაობაზე თხოვნით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სასამართლოს წინაშე არსებული გამოწვევები და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ. ამავდროულად, როდესაც ვსაუბრობდით გამოწვევებზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დემოკრატიული რეფორმები, გამოწვევები რაც გვაქვს სასამართლოში და ასევე ნიკა გვარამიას საქმე“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს