ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ოლქში გახსნილია 12 უბანი, მათგან ერთი სპეცუბანია.

ყველა უბანი 8:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ხმის მიცემა უბნებზე ელექტრონული წესით მიმდინარეობს. ოლქში 26 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ავტოქარხნის მოსახლეობა უბნის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატია „ქართულ ოცნების“ წარმომადგენელი მიხეილ გიორგაძეა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს