ნინო ლაცაბიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, რუსთავის ურბანული და ჭალის ტყის განვითარების კონცეფციები წარუდგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ კობა ძლიერიშვილთან ერთად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ქალაქის ურბანული და ჭალის ტყის განვითარების კონცეფციები გააცნო.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაცია ურბანული განვითარების ახალი ხედვისა და ჭალის ტყის განვითარების საკითხებზე, მრჩეველთა საბჭოს წინაშე მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა.

მერიის ცნობით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და რუსთავის მერმა აღნიშნულ და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავის მერიის გუნდისთვის, მრჩეველთა საბჭოსთან მჭიდრო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

„მერიის გუნდს მუდმივად გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია მრჩეველთა საბჭოსთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ქალაქის ურბანული განვითარების ახალი ხედვა, ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე, ასევე ვისაუბრეთ განათლების, ხელოვნების, კულტურისა და სოციალურ საკითხებზე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სხდომის მიმდინარეობისას, ქალაქის მერს, საბჭოს განათლების ჯგუფმა საკუთარი რეკომენდაციებიც გააცნო.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, რუსთავის ურბანული განვითარების ახალი ხედვა და ჭალის ტყის განვითარების გეგმა უმნიშვნელოვანესი პროექტები და „ქალაქის ახალი სიცოცხლის შანსია“.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მრჩეველთა საბჭოს წევრებს აზრს გვეკითხებიან. რუსთავის ურბანული განვითარების ახალი ხედვა და ჭალის ტყის განვითარების გეგმა უმნიშვნელოვანესი პროექტები და მე ასე ვიტყოდი, ქალაქის ახალი სიცოცხლის შანსია. დღეს ვიმსჯელეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და ქალაქის მერს განათლების საკითხებზე ჩვენი რეკომენდაციები გავაცანით“, - განაცხადა რუსთავის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ღვამბერიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!