ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებია

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა.

მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული.

მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა.

„ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელიც თითოეულ ადამიანზე იქნება ორიენტირებული და გააკეთებს საქმეს. ერთ-ერთ უბანზე 10-15 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანია სიაში, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების ცნობა ვნახე. ეს ერთი ფაქტი არაა. ასეთი უამრავია, მიცვალებულებია სიებში. მე გამარჯვების მოლოდინი მაქვს, მაგრამ არც მეორე ტურს გამოვრიცხავ“, - განაცხადა ბესიკ წულეისკირმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება