ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე - საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურა იქნება ერთგვარი გამოცდილება.

ამასთან, შარაბიძე გამოეხმაურა პარტია ,,თავისუფალი საქართველოსთვის" მაჟორიტარი კანდიდატის, ბესიკ წულეისკირის განცხადებას იმის შესახებ, რომ საარჩევნო სიებში მიცვალებულები დაფიქსირდა.

შარაბიძე აღნიშნულს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფოთის #6 უბანზე, შესაბამისად, აქ მიმდინარეობს კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვაკვირდებით პროცესს და ვხედავთ რომ, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მონაწილეობს არჩევნებში შეფერხებების გარეშე. ასევე შემიძლია ვთქვა რომ, ჩემი ინფორმაციით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა და ყველანი ველოდებით კენჭისყრის პროცესში როგორ იმუშავებს ელექტრონული ტექნოლოგია, თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების.

რაც შეეხება ბატონ წულეისკირის განცხადებას, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო სიები ხელმისაწვდომია ყველა ჩართული მხარისთვის, მისი ასლი შეუძლია მიიღოს აბსოლუტურად ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ საინიციატივო ჯგუფებმა. საარჩევნო სიები გამოკრულია საჯაროდ და ჩატვირთულია ვერიფიკაციის აპარატებში. აღნიშნულ საკითხზე საუბარი კი შეიძლება პოლიტიკურ დღის წესრიგს ითვალისწინებდეს," - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია