თემურ ცამციშვილი - პარლამენტის გადატანით „ქართულმა ოცნებამ“ განვითარების პერსპექტივა დაუკარგა მთელს ქუთაისსა და რეგიონს

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის გადატანით, განვითარების პერსპექტივა დაუკარგა მთელს ქუთაისსა და რეგიონს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, თემურ ცამციშვილმა ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართლი ოცნების“ საარჩევნო დანაპირები დანაპირებად რჩება და დღეს შუალედურ არჩევნებზე ხმის ისევ მმართველი პარტიისთვის მიცემა ნიშნავს ხმის მიცემა უპერსპექტივობისთვის.

„დღეს, როცა შუალედური არჩევნები სიმბოლურად მიმდინარეობს ქუთაისში, მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის გადატანით, განვითარების პერსპექტივა დაუკარგა არა მხოლოდ ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქს, არამედ მთელს ქუთაისსა და რეგიონს. ასევე მინდა შევახსენო „ქართული ოცნების“ ის დანაპირებები, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის შენობას ფუნქცია უნდა მინიჭებოდა. 2016 წელს აქ დაანონსდა მინი ქალაქის მშენებლობა, 2018 წელს პარლამენტის მაგივრად შსს-ს რეგიონალური ცენტრი, 2022 წელს საერთაშორისო ტექნოლოგიური ცენტრი. დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა ნიშნავს, მხარი დაუჭირო ამ ცრუ დაპირებებს და უპერსპექტივობას“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი