ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ინიციატივის ფარგლებში, ბრიუსელში იმყოფებოდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი რეგიონული შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა და მას ესწრებოდნენ პროექტში გამარჯვებული ქალაქების მერები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მერებმა წარმოადგინეს თავიანთ ქალაქებში მიმდინარე სამუშაოების პორტფოლიო, გააზიარეს გამოცდილება, იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდონ ეფექტურობა და კონკრეტულად როგორ განახორციელონ პროექტის მიზნები.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ისაუბრა ქუთაისის ეკო-სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციის მიმდინარეობასა და მიზნებზე.

„ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი. იმისათვის, რომ მივიღოთ ყოვლისმომცველი შედეგი, ჩვენ კომპლექსურად, სხვადასხვა კუთხიდან უნდა დავინახოთ ქალაქის განვითარების არეალი და მიმართულება, რომ ქუთაისი იყოს მომავლისთვის მზა ქალაქი.

ინიციატივამ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) მოგვცა საშუალება, რომ დაგვეწყო მუშაობა ქუთაისის, როგორც ეკო- სმარტ ქალაქის პორტფოლიოზე. ამ პროექტის მეშვეობით, ქუთაისი უფრო მიმზიდველი გახდება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციებისათვის”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი