ბათუმი თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავს აღნიშნავს

დღეს ბათუმობაა. „ბათუმობა 2023“ თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავს ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთელი დღის განმავლობაში ძირითადი ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ იმართება.

„ბათუმობის დღესასწაულს გილოცავთ!

ვულოცავ ყველას, ვინც ამ ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და თავისი ცხოვრება ბათუმს დაუკავშირა. ვისთვისაც ეს ქალაქი ყველაზე ძვირფასი და განუყოფელია.

ვინც ამაყად უწოდებს საკუთარ თავს ბათუმელს.

ბათუმობა ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს თითოეულ ჩვენგანს, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, რელიგიისა და პროფესიისა. ამ დღეს ჩვენ ვხვდებით სიამაყით, მდიდარი და საინტერესო ისტორიით, წარმატებული და ბედნიერი მომავლის რწმენით.

ბათუმი თანამედროვე ქალაქია, რომელმაც შეინარჩუნა თავისი იდენტობა.

ბათუმელების ძალისხმევით, ქალაქი წლიდან წლამდე იცვლება, უფრო მიმზიდველი და კომფორტული ხდება. თუმცა, ერთი რამ უცვლელი რჩება - ამ ქალაქისადმი სიყვარული.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის ყველა მცხოვრებს, ვინც თავისი შრომით, ნიჭითა და ენერგიით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქალაქის პოტენციალის გაძლიერებასა და განვითარებაში. ყველაფერი, რაც ბათუმისთვის კეთდება, კეთდება სიყვარულით და თქვენთვის! რადგან ბათუმი ჩვენი საერთო სახლია.

მადლობას ვუხდი ყველა სტუმარს, ვინც ბათუმობას ესწრება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებს.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სითბოს, სიყვარულსა და კეთილდღეობას“, - განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

„ბათუმობა 2023“-ის ფარგლებში, ბათუმს 12 ქალაქის დელეგაცია ეწვია. ბათუმის მერის სახელით, საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ