ბათუმში, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს სოლიდარობას უცხადებენ.
მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართეს.
შეკრებილები ითხოვენ, რომ მთავრობამ ქვეყანაში აქონდროპლაზიის წამალი დროულად შემოიტანოს
„ეს წამალი ბავშვებს ძალიან სჭირდებათ, მედიკამენტი მსოფლიოში აღიარებულია. ევროკავშირში აღიარებულია, უკეთებენ ბავშვებს და ის უსაფრთხოა ჩვენი შვილებისთვის. მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ბავშვებს და მათ მშობლებს. საქართველოს მთავრობის პოზიცია არის სიჯიუტე! ძალიან მარტივად შესაძლებელია ამ ბავშვებს შევუწყოთ ხელი”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.