ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც არჩევნებში მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, ამომრჩეველთა ნდობა აძლევს მოტივაციას , რომ უკეთ იმუშაოს იმ პრობლემების მოგვარებისთვის , რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა. ეს არის, ის ძირითადი მოტივაცია, რომელიც იმედს და საშუალებას მაძლევს, რომ უკეთ ვიმუშაო იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრებისას გამოიკვეთა. რა თქმა უნდა არჩევნები ფოთში, ხობსა და სენაკში მიდიოდა მშვიდად. ადგილი არ ჰქონდა რაიმე გადაცდომას. ასევე მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში”, - განაცხადა გიორგი ხახუბიამ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გიორგი ხახუბიამ 24 646 ხმა, 95.33 % მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ბესიკ წულეისკირმა - 1 208 ხმა, 4.67 %.